ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ევროპის უნივერსიტეტი დაჯარიმდა
3 ივნისი, 2022, 12:03
ევროპის უნივერსიტეტი დაჯარიმდა
თბილისი (GBC) - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომკონცენტრაციის შესახებ შეუტყობინებლობის გამო, ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ დააჯარიმა. თემა ეხება მიმდინარე წლის აპრილში ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შეძენას.

 ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებდა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას. შესაბამისად, „ევროპის უნივერსიტეტს“  15 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

 სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული.

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 4221 კონცენტრაცია. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე(შერწყმა) გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი - სამშენებლო სექტორს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები