| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის 25 000 ლარის ინვესტირებით ბათუმში
ხელნაკეთი შოკოლადის საწარმომ წარმოება გაზარდა
საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.
„საქართველოს ბანკთან
პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური
რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების
მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს
უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ,
მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის
ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის
ფილების ასორტიმენტს და სხვა“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სოფიკო თავაძე.
კომპანია ბაზარზე
1,5 წელია ოპერირებს. საწარმოს ყოველთვიური რეალიზაციის მოცულობა 8,000-ს უტოლდება.
„მოხარული ვარ,
რომ მეძლევა შესაძლებლობა, ბელგიაში აღნიშნული მიმართულებით შეძენილი პროფესიული ცოდნა
და საერთაშორისო შოკოლადის საწარმოში მიღებული გამოცდილება ქართველ მომხმარებელს გავუზიარო;
გვსურს, მაღალ ხარისხიანი, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული შოკოლადი კიდევ
მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეტად გავაფართოვოთ წარმოება და
შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი“, - დასძენს კომპანიის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში
ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ
ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი
პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით
გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა.
ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss