| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსეთიდან გაზის იმპორტი 2018-2020 წლებში 39 მილიონი მ²-დან 204 მილიონ მ²-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში გაზის მოხმარების 7.6%-ს შეადგენს. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია. რუსული გაზის მთავარი მყიდველი კომერციული სექტორია. WEG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ რუსულ გაზში 37 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს ციფრი 2016 წელს 29 მლნ დოლარს შეადგენდა.
ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია. საქართველო გაზს აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოდან იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ საშუალებით, ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. ორგანიზაციაში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოსთვის აზერბაიჯანის მიერ მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მოკლევადიან პერსპექტივაში მინიმალურია, რადგან აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს გაზმომარაგებას.
საყოფაცხოვრებო სექტორში, ასევე კომერციულ
სექტორში გაზის და დენის მოხმარება იზრდება (ელექტროენერგიის ნაწილს კი თბოსადგურები გამოიმუშავებენ იმპორტირებული გაზით), რის
გამოც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდა შეინიშნება (2021 წელს
14-15 % იმპორტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss