| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს
მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.
მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს
დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss