თბილისი (GBC) - ევრო და დოლარის გლობალურიგაძვირების მოლოდინის ფონზე თიბისის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძე დოლარი/ლარის კურსის $1/₾2.9 -ს ფარგლებში შენარჩუნებას ელის, რაზეც მან ჟურნალისტებს „თიბისის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განუცხადა, სადაც საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
„ვალუტის კურსის ცვლილება ყოველდღიურად, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების მიმართულებით იქნება. ამაზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ფუნდამენტი, რომელიც არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდეს და ამ ნიშნულის ფარგლებში იყოს. პირველი ფაქტორი, რაც ლარის კურსზე მოქმედებს, ბოლო 4
თვის განმავლობაში ტურიზმის პოზიტიური მაჩვენებლებია; მეორე -
საქართველოში შემომავალი ფულადი გზავნილებია. უკრაინის ომისა და რუსეთიდან გზავნილების შემცირების მიუხედავად, მისი დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან მოხდა. ასევე იზრდება ექსპორტი და ეს იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ ლარი იმ ფარგლებში იქნება, რომელშიც დღეს არის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ლარი, 2-კვირიანი გამყარების შემდეგ, ბოლო, 30 მაისის ვაჭრობაზე 9 თეთრით გაუფასურდა და $ 1 -ის ფასი 2.9546 ლარით განისაზღვრა.