| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია ავტომობილების ცხელი დღეებისთვის მომზადება. ტემპერატურის ცვლილების გამო, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება თუ შეცვლა.
ყველაზე ცხელი სეზონის დადგომამდე „თეგეტამოტორსი“ ავტომომხმარებელს აქციებს სთავაზობს.26-დან 31 მაისამდე ქეშბექი და ფასდაკლება იმოქმედებს როგორც საბურავებზე, ისეაკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, დანადგარებსა და სერვისზე.
ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რაც, პირველ რიგში, მათ შემადგენლობას უკავშირდება - ზაფხულის საბურავში არსებული ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება, რაც ერთიორად ზრდის მის მოჭიდებას საფართან. ზამთრის საბურავის შემადგენლობა კი დაბალ ტემპერატურაზე უკეთ გადის სამუშაო დიაპაზონზე. უსაფრთხო მგზავრობისთვის საბურავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელიმათი სეზონურად შეცვლა.
მაისის აქციების ფარგლებში, „თეგეტა მოტორსში“PIRELLI-სა და MICHELIN-ის ბრენდის საბურავების შეძენის შემთხვევაში, 30%-იან ქეშბექს მიიღებთ. იგივე შეთავაზება ვრცელდება BEX-ისა და VARTA-ს ბრენდების აკუმულატორებზეც.
ტემპერატურის მატება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას - დაუყოვნებლივ შეცვლა. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს.
გამართული ავტომობილით გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია საცხებ-საპოხი მასალების დროული შემოწმება და შეცვლა, ავტომწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად. „თეგეტა მოტორსში“ 30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების პარალელურად,საგაზაფხულო შეთავაზებები ვრცელდება როგორც DAYCO-ს ღვედებზე, ისე TOTAL-ის, TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებზე. ამ ბრენდების თითოეული ნივთის შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს გადახდილი თანხის 30%-ს დაუბრუნებს.
ქეშბექის ქულებს „თეგეტას“ სერვისით სარგებლობის შემთხვევაშიც დააგროვებთ.
თუ ფილიალში მოსვლას ვერ ახერხებთ, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ონლაინ შოპზე,სადაც თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის:Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss