ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკმა, ბიზნესში, 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
25 მაისი, 2022, 16:05
ბაზისბანკმა, ბიზნესში, 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (GBC)  - 2022 წლის ოთხი თვის შედეგებით, ბაზისბანკის მიერ,  ბიზნესებზე  გაცემული ინვესტიციის მოცულობამ, 305 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პორტფელი 17%-ით გაიზარდა.

აპრილის მონაცემებით, სასესხო პორტფელში ზრდა, ქართულ ბანკებს შორის, მხოლოდ სამ ბანკს აქვს და ზრდის ტემპით, ბაზისბანკი მე-2 ადგილს იკავებს.

ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს შორისაა აგრო სექტორი, საწარმოო, სამშენებლო, დეველოპერული და სავაჭრო სექტორები.

ბიზნესის დაფინანსება ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საკრედიტო პროდუქტები მაქსიმალურად არის მორგებული კლიენტის მოთხოვნებს, რაც მოქნილ პროცედურებს და კონკურენტუნარიან განაკვეთს გულისხმობს.

ბაზისბანკის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფოსთან არსებული ბიზნესის  მხარდაჭერის პროგრამები. ბანკი, პირველივე დღიდან არის ჩართული როგორც შეღავათიანი აგრო კრედიტის, ასევე აწარმოე საქართველოში და სხვა პროგრამებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები