| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9%-ით მეტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები 2011-2021 წლებში.
2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11%-ითგაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 13.5%-ით გაიზარდა და 364.8 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი
შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით,
0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0% შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 12.7%-ით გაიზარდა და 842.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 15.8%-ით გაიზარდა და 517.6 მილიონი ლარი შეადგინა.
2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 % შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამომხმარებლო ფულადი ხარჯების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2021 წელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss