ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა!
25 მაისი, 2022, 11:10
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა!


Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი
„B+“ დაუდასტურა!

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საერთაშორისო გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating)“ „B+“-ზე, სტაბილური პროგნოზით, ასევე, მდგრადობის რეიტინგი (VR) „B+“-ზ დაუდასტურა.

Fitch-ის თანახმად, დადებითი რეიტინგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, საფუძვლად უდევს ბანკის თანმიმდევრული, გონივრული და სტაბილური ზრდა.

Fitch-მა აქცენტი გააკეთა იმ პოზიტიურ ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს ბაზისბანკის ფინანსურ და საკრედიტო მდგომარეობის მდგრადობას. ასეთი ფაქტორები მოიცავს როგორც საოპერაციო გარემოს ელემენტებს, როგორიცაა, 2022 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის 3.2%-დან 5.8%-მდე ზრდა (Fitch-ის პროგნოზით), ისე ბანკის თანმიმდევრული და მდგრადი ექსპანსიის პოლიტიკის შედეგები:

·         საოპერაციო შემოსავლები რისკით შეწონილი აქტივების 1.7%-დან - 2.3%-მდე გაიზარდა და თითქმის დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (2.9%);

·         პანდემიური 7.5%-ანი პრობლემური პორტფელის მაჩვენებელი, 2021 წლის მდგომარეობით 4.7%-მდე შემცირდა, რაც, ღეის მდგომარეობით, დამატებით გაუმჯობესდა 3.4%-მდე;

·         ბანკის გაფართოების შედეგად, 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებული აქტივების 3%-ანი  ბაზრის წილი 4.5%-მდე და ბანკის საცალო პორტფელის წილის ზრდა.

ეკონომიკური გარემო კვლავ რჩება ძირითად რისკ ფაქტორად. საქართველოს საოპერაციო გარემო მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ, რაც ზრდის ზეწოლას საბანკო სექტორზე.

ამის მიუხედავად, ძლიერი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, მნიშვნელოვნად ამცირებს საბანკო სექტორზე საოპერაციო გარემოს ზეწოლას და ანეიტრალებს რისკებს, რითიც მდგრადობას და სტაბილურობას უნარჩუნებს ქართულ საფინანსო სექტორს.

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას ბაზარზე და მომავალში,  საკუთარი საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოიაზრებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები