ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსები გამოცხადდა
24 მაისი, 2022, 15:50
რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსები გამოცხადდა

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ზემო სვანეთისა და გურიის სამაუწყებლო ზონებში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. ლიცენზიის მაძიებელმა 2022  წლის 4 ივლისის 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს ახალი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც იქნება ძირითადად ერთი თემატიკის და არ მოიცავს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდებათ იმ რადიომაუწყებელს, რომლებსაც სამაუწყებლო არეალის გაფართოება სურთ.

 

 რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცებამდე კომუნიკაციების კომისიამ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების 15 ზონა განსაზღვრა, რის შემდეგაც კონკურსების გამოცხადების სტრატეგია და თავისუფალ სიხშირეთა გეგმა დაამტკიცა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, საეთერო მაუწყებლობის მომსახურების კონკრეტული ზონების დაფარვის მიზნით, კერძო საერთო ან სპეციალიზებული, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

 

თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნებისას, კომისიამ რადიომაუწყებლობის საქმიანობის დაწყების მსურველთა განაცხადები და მათი მოთხოვნილი სამაუწყებლო ზონები გაითვალისწინა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ზონებზე, სადაც მსმენელისთვის რადიოების მწირი არჩევანია, ან არ მაუწყებლობს არცერთი რადიო.  დასახლებული პუნქტების რადიომაუწყებლობის სიგნალით მაქსიმალურად მოცვისა და მსმენელებისთვის რადიოს მოსმენის შესაძლებლობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ კონკურსები  6 ზონაში გამოაცხადა.


 მოსამზადებელი სხდომა 7 ივლისს 13:00, ხოლო ზეპირი მოსმენა 11 აგვისტოს 13:00 ჩატარდება. კონკურსი 18 აგვისტოს 13:00 გაიმართება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები