ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დაბალხელფასიანი ვაკანსიები იკლებს, მაღალანაზღაურებადი იზრდება
24 მაისი, 2022, 12:49
დაბალხელფასიანი ვაკანსიები იკლებს, მაღალანაზღაურებადი იზრდება

თბილისი (GBC) - აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი.

 

ამასთან მნიშვნელოვნად არის შეცვლილი სახელფასო მაჩვენებელიც. კერძოდ, აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

 

PMCG-ს კვლევის მიხედვით, აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 119%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგენდა.

 

გასული წლის ბოლოს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული პირების რაოდენობა 916 ათასს აჭარბებდა, - ეს მაჩვენებელი კი 2019 წლის მონაცემს 6%-ით აღემატება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები