ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის ექსპოზიცია ბელარუსში კაპიტალის 2.3%-მდე დარჩა
მარიამ მინაძე
23 მაისი, 2022, 20:24
BOGG-ის ექსპოზიცია ბელარუსში კაპიტალის 2.3%-მდე დარჩა

თბილისი (GBC) – “გაუარესებული მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით,  გადავაფასეთ ჩვენი აქტივები BELARUSKY NARODNY BANK-ში (BNB), რამაც ჯამში 49.3 მლნ ლარის უარყოფითი გავლენა მოახდინა კაპიტალზე. ჯგუფის დარჩენილი ექსპოზიცია ბელარუსში 76.1 მლნ ლარია, რაც ჯგუფის მთლიანი კაპიტალის 2.3%-ს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის CEO, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაუარესებული მაკროეკონომიკური პერსპექტივის გათვალისწინებით, ჯგუფმა გადააფასა BNB-ის აქტივები, რის შედეგადაც უარყოფითი ეფექტი 31.4 მლნ ლარი იყო, რაც თავის მხრივ მოიცავს საინვესტიციო ქონების 4.4 მლნ ლარის გადაფასების წმინდა ზარალს, სამომხმარებლო და სალიზინგო სესხებიდან მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვებს 21,5 მლნ ლარის ოდენობით და 5,5 მლნ ლარის სხვა მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს და სხვა აქტივებისა და რეზერვების გაუფასურებას.

გარდა ამისა, ჯგუფმა საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების გადაფასებით, უარყოფითი 17,9 მლნ ლარის ზარალი მიიღო.

1Q22-ის მდგომარეობით, BNB-ის კაპიტალის კოეფიციენტები ბელარუსის ეროვნული ბანკის (NBRB) მოთხოვნებს აღემატებოდა.

31 მარტისთვის, კაპიტალის ადეკვატურობის ჯამური კოეფიციენტი იყო 15.3%, 12.5%-იან მინიმალურ მოთხოვნაზე მეტი, ხოლო პირველადი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი იყო 11.8% (მოთხოვნა - 7%).

BNB

1Q22
მლნ

1Q21
მლნ

საოპერაციო შემოსავალი

20.1

13.2

მოგება

(18.5)

3.3

მთლიანი აქტივები

971.5

1,109.6

მთლიანი კაპიტალი

94.3

136.6

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები