| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის CEO, არჩილ გაჩეჩილაძე
Bank of Georgia Group PLC (BOGG) 1Q22-ის ძლიერ შესრულებაზე აცხადებს (y.y). კერძოდ
კი, საოპერაციო შემოსავლის 30.3%-იან მატებაზე, რასაც ხელი მომხმარებელთა სავალუტო კონვერტაციის საკომისიომ შეუწყო ხელი, მომგებიანობის 73.2%-ით 240.6 მლნ ლარამდე
ზრდასა და კაპიტალზე უკუგების (ROE) 30.7%-იან მაჩვენებელზე.
მისი თქმით, ძლიერ ზრდას მხარი საქართველოს ეკონომიკის
გამძლეობამ დაუჭირა, რეგიონული გამოწვევების მიმართ.
უკრაინაში ომის დაწყებისას, 2022 წლისთვის, BOGG-მ საქართველოს
მშპ-ს ზრდის პროგნოზი დაახლოებით 3%-მდე დააკორექტირა, კონფლიქტის გახანგრძლივების
შემთხვევაში შემცირების რისკებით.
მიუხედავად ამისა, ბოლო ორ თვეში საქართველოს ეკონომიკამ
განიცადა ძლიერი ზრდა, რომელიც მხარდაჭერილი იყო მდგრადი გარე შემოდინებით, - აცხადებს
გაჩეჩილაძე და ბოლო 3 თვეში სტაბილურ ლარზე მიუთითებს.
„ამ დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ
2022 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა დაახლოებით 4.5% იქნება. ინფლაციის მაღალი
დონე დარჩება ეკონომიკურ გამოწვევად, მაგრამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით,
ჩვენ ველით, რომ ინფლაციური წნეხი დარჩენილი წლის განმავლობაში შემცირდება“, - აცხადებს
ჯგუფის CEO.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss