ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-სთან პარტნიორობით ბორჯომი პალასის რეაბილიტაცია დასრულდა
23 მაისი, 2022, 16:40
BOGG-სთან პარტნიორობით ბორჯომი პალასის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი„ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

ბორჯომის ცენტრში განთავსებული სასტუმრო-სანატორიუმი სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერს აერთიანებს და დამსვენებლებს სხვადასხვა სამედიცინო თუ სარელაქსაციო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევა, სპა პროცედურები, ფიტნესი და სხვ. 

სასტუმრო-სანატორიუმის ყოველდღიურ საქმიანობაში 196 ადამიანია ჩართული.

„ბორჯომი პალასის“ ისტორია 1876 წელს იწყება. ობიექტი რეგიონში პირველ სანატორიუმს წარმოადგენდა, სადაც დამსვენებლებს ბალნეოლოგიური და სპა სერვისებით შეეძლოთ სარგებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წარმატებით შევძელით სასტუმრო-სანატორიუმის სრული რეკონსტრუქცია, ახალი სივრცეებისა და სერვისების დამატება. თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის დამსვენებლემა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ“, - განაცხდა კომპანიის დირექტორმანუგზარ აღლემაშვილმა.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს „ბორჯომი-პალასი“ განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და საქმიანობას. ეს კი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს ისტორიულ სასტუმრო-სანატორიუმში და ისარგებლოს „ბორჯომი პალასის“ სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისებით. ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ ქვეყისთვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები