ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TBC სავალუტო დაკრედიტების ზრდაზე აცხადებს
23 მაისი, 2022, 13:06
TBC სავალუტო დაკრედიტების ზრდაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - გასულ კვირაs საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც, წინა პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, ამ უკანასკნელის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. თავისთავად, ინფლაციის შემცირების კუთხით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა.

 ბუნებრივია, დღეს ინფლაცია დიდი გამოწვევაა და ლარის შემდგომი გამყარება ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ძლიერი დოლარის გათვალისწინებით, უფრო ნეიტრალური პროგნოზის ალბათობა შედარებით მეტია. ეს სცენარი, სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილი მიწოდების პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების გააქტიურებას გულისხმობს.  


თიბისის მთავარი ეკონომისტის 16 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები