ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მწვანე უბანი ლისთან ფართოვდება
23 მაისი, 2022, 12:07
მწვანე უბანი ლისთან  ფართოვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ დეველოპერული სექტორის და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ პროექტის-„მწვანე უბანი ლისთან“ გაფართოებას გეგმავს.

მწვანე უბანს ლისთან 8 167  მ2-ის მოცულობის კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარია და ის მოიცავს კომერციულ ფართს, პარკინგებს და საცხოვრებელ ფართებს.

 აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება  მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი (4-5) განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონების, სკვერების, სასეირნო სივრცეების და ველობილიკების მოწყობა. ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომლის საშუალებითაც განათდება სადარბაზო, სადგომები და საერთო სარგებლობის სივრცეები.

 საქართველოს ბანკსა და „გრინ დეველოპმენტს“ რამდენიმე წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. არსებული თანამშრომლობის შედეგად ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე უბანი ლისთან“ უკვე აშენებულია ექვსი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს 1,5 ჰექტარზე - კვ მეტრზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 2 500 000 აშშ დოლარი.

მწვანე უბანი ლისთან” კომპანია გრინ დეველოპმენის“ მიმდინარე მსხვილი პროქტია, რომელიც შენდება ლისის ტბის  მიმდებარედ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 5000–ზე მეტ ოჯახზე.

სახლებში გათვალისწინებულია:

·                     ფოიეს ტიპის შესასვლელები,

·                     დახურული და ღია ავტოსადგომები;

·                     ინდივიდუალური self storage ტიპის სათავსო ოთახები.

·                     კომერციული  და საოფისე ფართები;

·                      სასეირნო ბილიკები;

·                     ბავშვების სათამაშო მოედნები;

·                     30000 სარეკრეაციო სივრცის მოწყობა;

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები