ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის დაფინანსებით გლდანში კორპუსი შენდება
20 მაისი, 2022, 16:52
BOGG-ის დაფინანსებით  გლდანში კორპუსი შენდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ დეველოპერული სექტორის დაფინანსებას განაგრძობს. „არტე დეველოპმენტი“ ბანკთან პარტნიორობით გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს 3 000 მ²-ზე.

პროექტი  მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო ფართებს, კომერციულ ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა, მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით შენდება. პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ 2,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე, გაიზარდა ჩვენი კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით  გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“,- განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, კომპანია „არტე დეველოპმენტის“  დირექტორმა.  

მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, „არტე დეველოპმენტთანერთად  ვახორციელებთ გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა პარკინგს. კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა. არტე დეველოპმენტის“ დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტიაა. ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები