ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა
19 მაისი, 2022, 11:27
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

Tთბილისი (GBC) - 2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი.

 

კომისიის მოანცემებით, პირველ კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“  ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.6 მილიონი ლარით გაიზარდა „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი და პირველ კვარტალში 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი 2) სარეკლამო შემოსავალი 0.1 მილიონი ლარით შემცირდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც პირველი კვარტლის ბოლოს 1.6 მილიონი ლარი იყო. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავლების ოდენობა და 1.4 მილიონ ლარს შეადგენს. 0.1-0.1 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს „სილქნეტმა“ და „პოსტვ“-მ, „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავალი 0.9 მილიონ ლარს, ხოლო „პოსტვ“-ს - 0.8 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის პირველი კვარტლის მსგავსად 0.2 მილიონი ლარია. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 0.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები