ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიგრანტების ეფექტი: Airbnb-ზე ბინები მცირდება
19 მაისი, 2022, 11:25
მიგრანტების ეფექტი: Airbnb-ზე ბინები მცირდება

თბილისი (GBC) - მიგრანტების მხრიდან გრძელვადიან გაქირავებაზე მაღალი  მოთხოვნის გამო ბინების მესაკუთრეები Airbnb-დან იღებენ ბინებს. Galt&taggart-ის კვლევის მიხედვით, Airbnb-ზე მოთხოვნის აღდგენა შენელდა აპრილში (2019 წლის დონის 62.0%) მარტთან შედარებით (2019 წლის დონის 91.1%), რაც განპირობებულია Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობის შემცირებით და გრძელვადიან გაქირავებაზე გადასვლით - აპრილში Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 10.2%-ით შემცირდა.

ბინების მფლობელების მიერ გრძელვადიანი გაქირავების პრეფერენციას ასევე მოწმობს ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ქირის ინდექსი, რომელიც 2022 წლის აპრილში წლიურად 71.6%-ით გაიზარდა (+21.7% 2019 წლის აპრილთან შედარებით), რაც ასახავს ბინების იჯარაზე დიდ მოთხოვნას.

პარალელურად თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა - პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 65.7%-მდე ან 114.3%-ით წ/წ 2022 წლის აპრილში. თბილისში Airbnb-სა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის განსხვავებული დინამიკა აიხსნება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით.

კერძოდ, მიგრანტები იმაზე დიდი ხნით დარჩენას აპირებენ, ვიდრე ტურისტები. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები