| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის აპრილში საქართველოს 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც
160.1%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული
იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში -
48.5%). საინვესტიციო ბანკის
Galt&Taggart-ის
მონაცემებით, ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის
მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო.
ტურისტული
ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ
მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის
16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან,
ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის
დონეს გადააჭარბა.
აპრილში
ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა
წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%-ია (წინა თვეში - 71.3%).
„ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან,
ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი
ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები.
მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე - ქირის
ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით
21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო
ეს 2 სტატისტიკა - ვიზიტორები და შემოსავლები - ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს.
ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი
(ჯამურის 14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11.0%) და უკრაინა (10.3%).“ - განმარტავენ
galt&Taggart-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss