ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსული საწვავი 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდება
გიგა თვაური
18 მაისი, 2022, 14:20
რუსული საწვავი 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდება

თბილისი (GBC) კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55%-ევროპულია,ხოლო 45%-ის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან,აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან.

 სააგენტოს ინფორმაციით,ბაზრის 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი იმპორტში 69%-ს შეადგენს.

 30აპრილის მდგომარეობით,პლატსის გასის ლარში ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით,გაზრდილია 41%-ით.

 მარტი-აპრილის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის ფასი 30-60 თეთრით დაბალია ევროპულ საწვავზე,თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანები საწვავს ყიდიან ევროპულ ფასად.

 

 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში $244.5 მლნ-ს 288.4 ათასი ტონა ნავთობი იმპორტირდა,რაც  71.6%-ით მეტია წინა წლის იმაცე პერიოდზე (2021იან.მარ-$142.5მლნ-ს 270 ათასი ტ)

შარშანდელთან შედარებით იმპორტირებული საწვავის ფასი 60.4 %-ით არის გაძვირებული. თუკი 2021 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული ნავთობის საშუალო ფასი 1 ლიტრზე $0.53  იყო, 2022 წლის იანვარ-მარტში $0.85 გახდა.

 

2022 წლის 17  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა.

 

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  $111,93  (-  2.31) ბარელზე.

 

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  $112,40  (-  1,80)  ბარელზე.

 

18 მაისის მონაცემებით,ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები შემდეგია:

 რეგულარი- 3.33-დან 3.80 ლარამდე.

 პრემიუმი- 3.73-დან 3.99 ლარამდე.

 სუპერი- 4.10-დან 4.14 ლარამდე.

 დიზელი- 4.00-დან 4.48 ლარამდე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები