ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო ITB Berlin-ს მასპინძელია
17 მაისი, 2022, 15:32
საქართველო ITB Berlin-ს მასპინძელია

თბილისი (GBC) - საქართველო 2023 წელს ITB Berlin-ზე  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. "25-მდე ქვეყანას სურდა მომავალ წელს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მასპინძლის რანგში მიეღო მონაწილეობა“ , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში  მონაწილეობაზე განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გააკეთა და  ეს სტატუსი წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან კონკურენციაში მოიპოვა.

„ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს აძლევს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში - გაზარდოს ქვეყნის ტურისტული ცნობადობა და გაზარდოს ის საერთაშორისო არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას როგორც გერმანულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, ამ პროექტით და იმით, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა, ჩვენი ტურიზმის სექტორი კიდევ უფრო სწრაფად დაუბრუნდება კოვიდ 19-მდე მაჩვენებელს და მეტიც, გადააჭარბებს ჩვენს ტრადიციულ, ისტორიულ, ყველაზე მაღალ ნიშნულს ტურიზმის სექტორში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ITB Berlin ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად 181 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები