| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება 5,754,188,526 ლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ეს თანხა კი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 4,701,769,413 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 82% არის. გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ მთლიანი შესყიდვების 18% - 1,052,419,113 ლარი შეადგინა. აქვე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული გამარტივებული შესყიდვების უმეტესი წილი - 62% (653,658,051 ლარი) განეკუთვნება პანდემიის მართვისთვის საჭირო, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამედიცინო საქონლისა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების შესყიდვებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სუბსიდიებს და მონეტარული ზღვრის დაცვით განხორციელებულ, 5,000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე შესყიდვებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss