| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

ნადარაია: თუ ლარი კიდევ არ გამყარდა, ცოტაა იმის შანსი, რომ ინფლაციური წნეხი მპ-ით მოითოკოს
თბილისი (GBC) - წმინდა სავალუტო
შემოდინება ძლიერია, რაც მხარს უჭერს
ლარს. ხოლო, მიუხედავად
იმისა, რომ ინფლაცია მაღალია, იგი თითქმის სრულად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასებითაა განპირობებული.
ამიტომ, TBC
Capital-ი მიიჩნევს,
რომ თუ ლარი კიდევ არ გამყარდება, ძალიან ცოტაა, თუ საერთოდ არის იმის შანსი, რომ მონეტარული
პოლიტიკით მოითოკოს ინფლაციური
წნეხი.
ამიტომ, საინვესტიციო
ბანკირი, ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ თუ მიზანი არ არის ლარის გაძლიერება,
არამედ მოთხოვნის შენელება,
განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ეკონომიკაში გადახურების ნიშნები არ არის, ზრდისა და შრომის ბაზრის შენელება ოპტიმალური გამოსავალი ვერ იქნება.
ნადარაია
ასევე ლარის მატერიალური გამყარების ადგილს.
მისივე
თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მაღალია და ბევრად აღემატება მის
ნეიტრალურ განაკვეთს, რომელიც დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საბაზისო დონეზე TBC Capital-ი ელის, რომ
ინფლაცია ნორმალიზდება წლის მეორე ნახევარში, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია,
მაგრამ ყოველთვიური ინფლაცია უკვე სამიზნის გარშემოა.
ნადარაიას
აზრით, განაკვეთის ზრდის ერთადერთი არგუმენტი შეიძლება ყოფილიყო „აუცილებელი
ქმედება“, რადგან ბოლო დროს ინფლაციური წნეხი ძალიან მაღალია.
ამავდროულად, სებ-მა მიუთითა, რომ შესაძლოა იყოს კიდევ რამდენიმე
ნაბიჯი უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის შესაჩერებლად, ხოლო არაიპოთეკურ ნაწილში არსებული ზომები საკმარისად
არის მიჩნეული ამ სეგმენტში ძლიერი ზრდის მოსათოკად.
„ჩვენი
შეფასებით, უახლოეს პერსპექტივაში არ ველით ლარიზაციისკენ მიმართულ ძლიერ
ზომებს შემდეგი მიზეზების გამო:
- მიუხედავად იმისა, რომ
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება
მატულობს, ლარის ზრდა მაინც დომინირებს;
- ჩვენი
აზრით, გარემო კვლავ უაღრესად გაურკვეველია და უფრო მეტად შენელებული უცხოური ვალუტის დაკრედიტება,
მსგავსი დინამიკის გარეშე ვალდებულების თვალსაზრისით, წარმოადგენს
რისკს ლარისთვის, ინფლაციისთვის და შესაძლოა ზრდისთვისაც
- უკვე რეკორდული საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის გათვალისწინებით, მაინც საეჭვოა, რომ რაიმე შემდგომი ხარჯების
სტიმული იყოს ეფექტური, მათ შორის უკვე მაღალი სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები უცხოურ
ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss