ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 30%-ით გაიზარდა
13 მაისი, 2022, 11:55
ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 30%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით,  წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: რძე – 12.4%, საფუარი – 15.1%, კარაქი – 23.8%, ყველი – 24.8%, კვერცხი – 29.7%, ფქვილი – 41.1%. ფასების ზრდა თანხვედრაშია საქსტატის წლიური ინფლაციის ოფიციალურ მონაცემებთან. საქსტატის ანგარიშით, სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდამ 21.3% შეადგინა.

თვიურ ჭრილში ფასები შედარებით ნელი ტემპით გაიზარდა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: რძე – 2.8%, კვერცხი – 2.3%, ფქვილი – 1.3%, კარაქი – 0.9%. უმნიშვნელოდ, მაგრამ შემცირდა ყველისა (0.6%) და საფუარის (0.8%) ფასები.

უნდა აღინიშნოს, რომ ხაჭაპურის ინდექსი ამჯერადაც მიყვება ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას, როცა დიდი მარხვის დაწყების შემდეგ მცირე ჩავარდნა ფიქსირდება მოთხოვნის მხარეს. მოსალოდნელია მომდევნო თვეებში რძის პროდუქტებზე ფასების კლება, რაც განპირობებული იქნება წარმოების სეზონური ზრდით. თუმცა სავარაუდოა, რომ სურსათის ფასების ინფლაცია მაინც მაღალი იქნება, რადგან ხორბალსა და სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა“, - განმარტავენ ISET-ში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები