ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რეგიონში ყველაზე სტაბილურია
11 მაისი, 2022, 12:35
საქართველოს რეგიონში  ყველაზე სტაბილურია

თბილისი (GBC) - აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა  ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

ლევან დავითაშვილი  ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ  ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს - მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე.

 „ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები. ამასთან, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოს როლი რეგიონში განსაკუთრებულია და საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებს.

 „საქართველო არის რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანა ამერიკისთვის, რაც არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას. 

 „უსაფრთხოების და პოლიტიკის სფეროში ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ ასევე დიდი პოტენციალია ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის ამერიკული ბიზნესი არ იქნება მარტო. საუბარია ამერიკის სახელმწიფო საფინანსო ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაზე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, ამერიკულ ბიზნესთან საუბრისას განიხილება პროცესში ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), აშშ - ის ექსპორტ-იმპორტ ბანკი; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) .

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები არის პრიორიტეტული და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.  

 

ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ  საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები