ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთიმ CSR ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარდგენა
11 მაისი, 2022, 15:14
ლიბერთიმ CSR ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარდგენა

თბილისი (GBC) - ლიბერთიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და სოციალური პასუხისმგებლობის  (CSR) მრჩეველთა საბჭო წარადგინა საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების წინაშე.

 

ლიბერთიმ გასულ წელს, სტრატეგია ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვისწარადგინაკორპორაციული მდგრადობა კი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან  მიმართულებად დაასახელა.

CSR მრჩეველთა საბჭოს მთავარი მიზანია სტრატეგიის აღსრულების პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელებასაქართველოს საფინანსო სექტორში მსგავსი მოდელი უპრეცედენტოა - საბჭოს წევრები არიან იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები, რომელიც ბანკმა გრძელვადიანი CSR სტრატეგიის მიმართულებად აირჩია.

 

,,ახალი ლიბერთისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ლიბერთის, როგორც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის, მიზანია იყოს ადამიანებისთვის სასარგებლო და პოზიტიური ცვლილების მომტანი.

 

ამიტომ ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვირჩევთ განათლებას. ამ კონტექსტში კი, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება და განათლების ხელშეწყობა ის მიმართულებებია, რომელზეც ლიბერთის მიერ ინიცირებული CSR მრჩეველთა საბჭო აქტიურად იმუშავებს.”- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების  ხელმძღვანელი.

 

,,ლიბერთი არის პირველი  კომპანია ფინანსურ სექტორში, რომელმაც  CSR მრჩეველთა საბჭო შექმნა. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტირათა დროულად მოხდეს საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითლიბერთიმ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტები. განათლებაში ინვესტირება და ზოგადად განათლებაზე ზრუნვა ბიზნესის მხრიდან ნამდვილად მისაბაძია.” - ანა არგანაშვილი, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვისაღმასრულებელი დირექტორი.

 

,,განათლებაში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და  ვფიქრობ, ,,ახალ ლიბერთის" სწორედ განათლების გაძლიერების კუთხით შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერაამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, როგორც CSR საბჭოს წევრი, ლიბერთის გუნდთან ერთად, მეც არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტში შევიტან წვლილს."- მაგდა მაღრაძეათასწლეულის ფონდისაღმასრულებელი დირექტორი.

 

 

ლიბერთის CSR მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაა:

 

o    მაგდა მაღრაძე -„ ათასწლეულის ფონდისაღმასრულებელი დირექტორი 

o    ანა აბაშიძე -„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  ხელმძღვანელი 

o    ანა არგანაშვილი - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაღმასრულებელი დირექტორი 

o    ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

o    ნინო ჩიხლაძე - ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

o    თეა ლეშკაშელი - ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი 

o    ხატია ხატიაშვილი - ლიბერთის  ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი

o    თამარ ზაქარიაძე - ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების  და CSR მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი

https://pia.ge/news/biznesi/akhali-liberti-akhali-tskhovrebistvis-libertis-csr-angarishi-da-mrchevelta-sabcho-tsardgena

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები