| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) ერთი შეხედვით, რუსეთი ჯერჯერობით ახერხებს ეკონომიკური კოლაფსის თავიდან
აცილებას.
თბერვალში,უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
თავდაპირველმა შოკმა რუსეთი აიძულა საფონდო ბირჟა დროებით დაეხურა. ამან გამოიწვია
რიგები სალარო აპარატებთან და ბანკომატებთან. თუმცა მალევე რუბლი დაუბრუნდა ომამდელ
ნიშნულს. ეს ცალსახად რუსეთის ცენტრალური ბანკის ფრთხილ პოლიტიკის შედეგი იყო.
ცენტრალური ბანკის ინტერესები მოიცავდა ფულის რაოდენობის შეზღუდვას, მონეტარული
პოლიტიკის გამკაცრებას. დაწესდა ფულის საზღვარგარეთ გადარიცხვის ლიმიტები და ექსპორტიორ
კომპანიებს,საზღვარგარეთიდან
შემოსავლების 80%-ის მიღება რუსულ ვალუტაში დაუწესდათ.
ქვეყანამ ასევე მოახერხა საგარეო
ვალებისგან თავის არიდება.
პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის "ეკონომიკური ბლიცკრიგი"
ჩავარდა.
თუმცა ელინა რიბაკოვა, საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტის მოადგილე, ამბობს, რომ ეს "ზედაპირული
ინდიკატორები ბევრს არაფერს ნიშნავს რეალურ ცხოვრებაში".
რუსი ფოლადის, ქიმიური მასალის და ავტომობილების მწარმოებლები უკვე განიცდიან
სანქციების შედეგებს, რომლებიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ პუტინის დაწყებული ომის დასრულებას.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ 13000-ზე მეტი ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა,
რომ ბევრ მათგანს პრობლემა აქვს ქვეყანაში ისეთი საქონლის დეფიციტის, როგორიცაა მიკროჩიპები,
მანქანის ნაწილები, შესაფუთი და საღილაკო მოწყობილობები. ნედლეულის ან ნაწილების დეფიციტი
ზოგიერთ ფირმას აიძულებს დროებით დახუროს ქარხნები.
იაპონურმა ავტომობილების მწარმოებელმა Toyota-მ, შეაჩერა მანქანების იმპორტი
რუსეთში და შეაჩერა ოპერაციები სანკტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანაში, კონფლიქტთან დაკავშირებული
"მიწოდების ჯაჭვის შეფერხების" მოტივით.
BlueBay Asset Management-ის ეკონომისტი ტიმოთი ეში ამბობს, რომ მთლიანი
სანქციები ბევრად უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. „ვფიქრობ, გრძელვადიანი
ზემოქმედება დამღუპველი იქნება“, განუცხადა მან BBC-ს და დასძინა, რომ „რუსეთი ჩაეხსნა
დასავლური მიწოდების ჯაჭვიდან, რადგან ის არასანდო პარტნიორია“.
საბოლოოდ კი ასეთ სურათს მივიღებთ: ,,რუსეთს ექნება შეზღუდული წვდომა ფინანსურ
ბაზრებზე, დაბალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ცხოვრების დონე და სესხის აღების მაღალი
ღირებულება“, აცხადებს ბ-ნი ეში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss