ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთიმ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა
7 მაისი, 2022, 19:40
ლიბერთიმ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

თბილისი (GBC) - ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში,  (ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს.

,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის  მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. 

ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია,  რომელიც ქვეყანაში  ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. 

სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის  50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით.

 მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და  თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები