ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს
6 მაისი, 2022, 16:08
TBC ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

თბილისი (GBC) - თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. 2 წლის წინ თიბისი ფეიმ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.

სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის ფეის სწრაფი გადახდის აპარატებს შეეხება. ამ დრომდე, ბიზნეს მომხმარებლებს მინიმუმ 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.

„თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია“, - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები