ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-მ ბიზნესს არასაბანკო პროდუქტები შესთავაზა
6 მაისი, 2022, 16:03
BOGG-მ ბიზნესს არასაბანკო პროდუქტები შესთავაზა

თბილისი (GBC) საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკმა 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

 

შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები.

დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისავწდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8  

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი - შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში საქართველოს ბანკში აქვს გახსნილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები