ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველო სკანდინავიური ფონდიდანს 6.5 მლნ ევროს მიიღებს
4 მაისი, 2022, 15:26
საქართველო  სკანდინავიური ფონდიდანს 6.5 მლნ ევროს მიიღებს

თბილისი (GBC) - საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მილიონ ევროს მიიღებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის, სასესხო შეთანხმებას და საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც 3.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყოფილი იქნება სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტის სახით.

პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დონორთა ფართო წარმომადგენლობა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველი მდივანი, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეთელი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსული ესბენ ემბორგი, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საულიუს ვალაინისი, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ქართული მხრიდან ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები