ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სადაზღვევო პაკეტები ძვირდება
გიგა თვაური
3 მაისი, 2022, 17:48
სადაზღვევო პაკეტები ძვირდება

თბილისი (GBC) - სადაზღვეო კომპანია ,,არდის’’ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე სადაზღვევო პაკეტების გაძვირების ერთ-ერთი მი8ეზად მაღალ ინფლაციას ასახელებს. „სექტორის მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციაა“, - განუცხადა ჯაფარიძემ GBC-.  

        

მისი თქმით, სადაზღვევო პაკეტების გაძვირების დინამიკა 2021 წელს დრამატულად მაღალი იყო. „მსოფლიოში ინფლაციური ზრდა სადაზღვევო კომპანიებს განსაკუთრებით შეეხოთ, ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა. რაზეც, ლარის კურსთან ერთად, მედიკამენტებისა და სერვისების გაზრდილი ფასი აისახა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.


ამასთან გაძვირდა ავტოდაზღვევის პოლისიც. „ამ პროდუქტზე ფასს გაძვირებული სათადარიგო ნაწილები ზრდის, რაც ავტომატურად აისახება სადაზღვევო კომპანიების შედეგებზე. რაც საბოლოოდ მოქმედებს მომხმარებელზე, რომელსაც სადაზღვევო პროდუქტი უძვირდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ მომხმარებლისთვის კარგი ფაქტორი ისაა, რომ 1 წლიანი კონტრაქტის მოქმედების პირობებში, მათ სადაზღვევო პოლისის ღირებულება არ ეზრდებათ, რაც კომპანიისთვის დამატებითი რისკია და შედეგად ეს მათ მომგებიანობაზე აისახება.


ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მომხმარებლებს წლიდან წლამდე საშუალოდ 8%-დან 10 %-მდე უძვირდებოდათ. 2022 წელს კი სადაზღვევო პაკეტები 15%-დან 17%-მდე გაძვირდა. სადაზღვეო კომპანია ,,არდის’’ გენერალური დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის პაკეტი გააძვირა მედიკამენტებზე, ამბულატორიაზე და სტაციონარულ მომსახურებაზე ფასების აწევამ.


ჯაფარიძის განცხადებით, სადაზღვევო პაკეტები იქამდე გაძვირდება, ვიდრე ამ სერვისისთვის საჭირო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. „ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება. ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე და უამრავ ცვლადზე“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სადაზღვეო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 2021 წელს მოზიდულმა პრემიამ ჯამში 772.7 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიების მოგებამ 172 მლნ ლარი. წმინდა მოგებამ კი 39.9 მლნ ლარი.

ჯაფარიძის თქმით, 2021-ში გაიზარდა მოზიდული პრემიის მოცულობა, თუმცა ასევე გაიზარდა ანაზღაურებული ზარალის მოცულობებიც და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ბაზარზე არსებობს, კომპანიები მაინც ზარალზე რჩებიან, გამონაკლისი რამდენიმე კომპანიის გარდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები