ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ინფლაციის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა
მარიამ მინაძე
3 მაისი, 2022, 17:17
სებ-მა ინფლაციის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა

თბილისი (GBC) - აპრილის 12.8%-იანი ინფლაციური მაჩვენებლის გამოქვეყნების პარალელურად, ეროვნული ბანკის (სებ) მოლოდინი გაუარესდა და  საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 9%-დან 9.5%-მდე გაზარდა. 
 
"რუსეთიც და უკრაინაც მნიშვნელოვანი პარტნიორები და სამომხმარებლო პროდუქტების მომწოდებლები არიან, ნავთობი, მზესუმზირის ზეთი, სხვადასხვა საკვები პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტების ჩანაცვლება საკმაოდ რთულია და უფრო ძვირი პროდუქტებით ხდება", - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე. 

"იმ პროგნოზით, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს, ვფიქრობთ, რომ საშუალო ინფლაცია დაახლოებით 9.5%-ის ფარგლებში იქნება წელს და შემდეგ დაიწყებს შემცირებას", - პროგნოზირებს გვენეტაძე.   

შეგახსენებთ, სებ-ი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, გასული წლის ბოლოს, 2022 წლის საშუალო წლოურ ინფლაციას 7.1%-ზე პროგნოზირებდა. ომის დაწყების შემდეგ, მარტში სებ-ს ახალი პროგნოზი არ გაუკეთებია, თუმცა უკვე აპრილში სებ-ის პრეზიდენტმა განახლებული და გაზრდილი 9%-იანი პროგნოზის შესახებ განაცხადა. 

შეგახსენებთ, იანვარში 13.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, თებერვალში 13.7%, მარტში კი ომამდელი მოლოდინი გამართლდა და მაჩვენებელი  11.8%-მდე შემცირდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები