ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ბანკები დააჯარიმა
3 მაისი, 2022, 16:42
სებ-მა ბანკები დააჯარიმა

თბილისი (GBC) - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 39 წარმომადგენელი შემოწმდა. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ კი ჯამურად 1,709,900 ლარი შეადგინა.

აქედან ჯარიმების მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდა - კომერციულ ბანკებზე 1.1 მლნ ლარის ჯარიმა გაიცა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 386 ათასი ლარის, საბროკერო კომპანიაზე 112 ათასი ლარის, სესხის გამცელ სუბიექტზე 15 ათასი ლარის ხოლო საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე 69 ათასი ლარის. ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს თუ კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები დაჯარიმდნენ.

„ადგილზე ინსპექტირების შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა, 2021 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა მაკორექტირებელი ღონისძიებები. იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით, ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, 2021 წელს, არაერთი რეკომენდაცია გაიცა“, - განმარტავენ სებ-ში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები