ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკს Deutsche Bank-სგან Sustainable Client Excellence Award 2021 გადაეცა
3 მაისი, 2022, 16:33
ბაზისბანკს Deutsche Bank-სგან Sustainable Client Excellence Award 2021 გადაეცა

თბილისი (GBC) - ბაზისბანკი, Deutsche Bank-სგან, კლიენტთა მდგრადი განვითარების ჯილდოს - Sustainable Client Excellence Award 2021 მფლობელი გახდა. რაც, ბანკის მხრიდან, ევროსა და აშშ დოლარის გადარიცხვების სწრაფ, ეფექტურ და STP (Straight-Through-Processing) სტანდარტების სრული დაცვით, გამართულ საოპერაციო მომსახურებას გულისხმობს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზრდილი რეგულაციური გამოწვევებიდან გამომდინარე.

ბაზისბანკსა და Deutsche Bank-ს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა 20 წელზე მეტს ითვლის, რაც  ბანკის მდგრადობისა და საიმედოობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

აღნიშნული ჯილდო, ბაზისბანკის მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხის აღიარებაზე მიუთითებს, რაც მომხმარებლის სწრაფ, ეფექტურ და ამავდროულად, საერთაშორისო გადარიცხვების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები