ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა
3 მაისი, 2022, 15:06
თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

თბილისი (GBC) - SME Banking Club-მა თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო თიბისის ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა.

SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს. შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, 100-ზე მეტი პარამეტრისა და ფუნქციონალის შედარება და სხვა. კვლევის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში სულ 50-ზე მეტი ბიზნეს მობაილბანკის ანალიზი ჩატარდა.

 „მოხარული ვართ, რომ  თიბისის ბიზნეს მობაილბანკმა SME Banking Club-ის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მათ საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მობაილბანკის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ სიახლეს შევთავაზებთ“,  -  ნათია ვაჭარაძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი.

 SME Banking Club საბანკო სფეროში მომუშავე ბიზნესბანკირების ასოციაციაა და მის მიზანს სტარტაპერების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მათ ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები