| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) საქართველოში უკრაინელზე თითქმის 3-ჯერ მეტი რუსი შემოვიდა.მარტში ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა $174.5მლნ შეადგინა. შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს
მიაღწია. რუსი ტურისტების რაოდენობა მთლიანი ტურისტების 18%-ს შეადგენს. წინა თვესთან
შედარებით შემოსულთა რაოდენობა 68.8%-ით არის გაზრდილი. რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებულმა
შემოსავალმა $34.3მლნ შეადგინა,რაც წინა თვესთან შედარებით 133%-იანი ზრდაა.
მნიშვნელოვნად გაზრდილია ბელარუსი ტურისტების რაოდენობასც.წინა თვესთან
შედარებით 281.1%-ით გაიზარდა და 20 000-ს მიაღწია. ბელორუსი მოქალაქეები ტურისტების
8%-ს შეადგენენ. ბელარუსებისგან მიღებულმა შემოსავლებმა $29.3მლნ შეადგინა,რაც წინა თვესთან 551%-იანი მატებაა.
უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა
53.5%-ით და შეადგინა 16 900.უკრაინის მოქალაქეები მთლიანი ტურისტების 6.8%-ს
შეადგენენ. უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლის მიუხედავად
(40%-ით), უკრაინის წილი მთლიან შემოსავლებში 8%-ით შემცირდა.
წყარო:pmcresearch
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss