ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზრდამ TBC-ის პროგნოზს გადააჭარბა
2 მაისი, 2022, 11:24
ზრდამ TBC-ის პროგნოზს გადააჭარბა

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევით, მარტში ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

 

მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით, ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა. გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა.

 

თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა თიბისი კაპიტალის უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით, კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები