ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი
29 აპრილი, 2022, 14:31
თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი

თბილისი  (GBC) - თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, განაგრძობს სხვადასხვა საინტერესო კულტურული, სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.  

გიზიარებთ თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს: 

 

ვახო ხეთაგურის გამოფენა მთის მიღმა 

ქოლგა თბილისი ფოტოსფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, 7 მაისიდან, ფოტოგრაფი ვახო ხეთაგურის გამოფენას "მთის მიღმა 2015" უმასპინძლებს 

  

სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი 

ქოლგა თბილისი ფოტოსფარგლებში, 10 მაისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეორე სართულზე, სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი გაიხსნება. ექსპოზიცია სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს. 

  

თვითლიდერობა კრიზისის დროს” - შეხვედრა Coaching Lab-თან 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეოთხე სართულზე, 7 მაისს,  გაიმართება შეხვედრა ირინა ჭოჭუასა და ეკატერინე ბაბუნაშვილთან ერთად თემაზე - „თვით-ლიდერობა კრიზისის დროს“. ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შექმნიან საკუთარი თვით-ლიდერობის რუკას, რომელსაც გამოიყენებენ კრიზისულ პერიოდში ნავიგაციისთვის. 

 

სამუშაო თემები 

რა არის თვით-ლიდერობა 

თვით-ლიდერობის მოდელი 

ძირითადი კომპეტენციები და უნარები 

თვით-ლიდერობის რუკა 

სასურველი გამოცდილების შექმნა; 

 

დასაწყისი: 14:00 სთხანგრძლივობა: 3 სთ 

 

They Said Books-ის წიგნის მინი ბაზრობა 

13 მაისს თიბისი კონცეპტის და They Said Book-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართება შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან - დიანა ანფიმიადთან, ქეთი დევდარიანთან და რეზი ხუნწელთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში, ნინო დარასელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს ბევრ საინტერესო წიგნს პოეზიის, პროზისა და მუსიკის სფეროებიდან 

 

14 და 15 მაისს They Said Books წიგნის მინი ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას თანხის 10%- უკან დაიბრუნებენ 

 

წიგნის კლუბიბიბლიოთეკაში 

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ წიგნის კლუბის ახალ სერიას - ქალთა იდენტობა ლიტერატურაში 

7 მაისი, 14:00 - ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს 

11 მაისი, 19:00 - ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე  

14 მაისი, 14:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და რახელ გრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა 

18 მაისი, 19:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით მაჭავარიანი: გრაფიკული რომანის მზეთუნახავები 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები