ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს
29 აპრილი, 2022, 12:24
თიბისის სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

თბილისი (GBC) - თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“  იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.

 

·                     როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი

·                     როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი

·                     როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი

·                     სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე

·                     მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი

·                     სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე

·                     ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე

·                     მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია

·                     ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე

 

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრორუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

 

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები