| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინფლაცია იზრდება, ლარი ცვდება, ვიღაც ჭკვნება, ყველა ხვდება, რომ ომის კრიზისში ახალი გამოწვევები ჩნდება, თუმცა მხოლოდ ერთეულმა ეკონომისტებმა იციან სინამდვილეში რაც ხდება. მათ შორისაა ოთარ აბესაძე, რომელმაც ბანკომატში ტკიცინა 100 ლარიანები აღმოაჩინა. რაც მისი ანალიზით, სებ-ის მიერ ახლადდაბეჭდილი 2 მილიარდიანი ემისიის 600 მილიონიანი ულუფიდანაა, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა შიდა საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად დაბეჭდა. აბესაძე ფიქრობს, რომ სებ-ი ხელისუფლებასთან ალიანსშია, ინფლაციის სტიმულირების კამპანიაში.
"ბანკომატებში რომ ახალი ფულის ნიშნებია, ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია. მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ბანკნოტი დროთა განმავლობაში ცვდება, რის გამოც ხდება მიმოქცევისათვის უვარგისი, მოძველებული ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და მათი ვარგისი, ახალი ფულის ნიშნებით ჩანაცვლება. უფრო ზოგადად კი, ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ - ანუ იმ სარეზერვო ფულის სანაცვლოდ, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჰქონდათ. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ასე მუშაობენ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები", - სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, შალვა მხატრიშვილის განმარტების აბესაძეს არ ჯერა. მიაჩნია, რომ ჭარბი ფულია დაბეჭდილი, რომელმაც ძველი კუპირები კი არ ჩაანაცვლა, მასთან ერთად მიმოიქცევა.
"რაც შეეხება იმას თუ რამდენადაა გაზრდილი ფულის მასა და რა განაპირობებს მას, სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. რაც შეეხება ფართო ფულად აგრეგატ M2-ს, ანუ ფულის მასის იმ საზომს, რომელიც დეპოზიტების მოცულობასაც უყურებს, ამ საზომით ფართო ფულის მასა მართლაც გაზრდილია. თუმცა, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს სხვადასხვა ფორმით, აღნიშნული ფართო ფულის მასის ზრდა ხდება, უმეტესწილად, საბანკო სესხების შედეგად. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ბერკეტი იმისათვის, რომ ფულის მასის ზრდა შეანელოს მხოლოდ ისაა, რომ საბანკო სესხების გაცემა შეანელოს. ეროვნული ბანკი ამას აკეთებს კიდეც. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ სესხების გაძვირების პოლიტიკას ხშირად ზუსტად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინც ამავდროულად ფულის მასის შეზღუდვას ითხოვს", - ეხმაურება აბესაძეს მხატრიშვილი სოციალურ ქსელში.
"დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან ქეში... ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდით... ახალი ლარები იბეჭდება, - აფრთხილებს მოსახლეობას ოთარ აბესაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss