| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსეთ-უკრაინის
ომს ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდა მოჰყვა მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, რაც უფრო
მაღალ ინფლაციაში ითარგმნება, - ამის შესახებ Bank of Georgia Group (BOGG) საუბრობს.
სწორედ აქედან გამომდინარე, 2022 წელს საშუალო წლიური ინფლაცია BOGG-ის პროგნოზით, 8.8% იქნება.
გაზრდილი ინფლაციური წნეხის გათვალისწინებით, ეროვნულმა
ბანკმა 2022 წლის მარტში მთავარი განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
მკაცრი მონეტარული პოლიტიკის
გათვალისწინებით, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივისკენ სვლას BOGG 2023 წელს ელის.
ჯგუფის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის
მიმდინარე ომი და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზოგადად ასუსტებს 2022 წლის
ზრდის პერსპექტივას.
თუმცა, მათივე თქმით,
საქართველოს ზრდის დადებითი მხარეები გამოწვეულია მიგრანტების შემოდინებით და საერთაშორისო
სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებით საქართველოს გავლით.
BOGG-ის საინვესტიციო საბანკო
ჯგუფი, Galt & Taggart-ი მშპ-ს 4.5%-იან რეალურ ზრდას პროგნოზირებს 2022 წელს,
რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგნოზირებულ 2%-3.5%-იან დიაპაზონს აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss