ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ბანკომატი თანხას უკვე QR კოდით ანაღდებს
28 აპრილი, 2022, 14:01
თიბისის ბანკომატი თანხას უკვე QR კოდით  ანაღდებს

თბილისი (GBC) - მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება  ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს.

ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და  ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები