ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
27 აპრილი, 2022, 12:24
„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისი (GBC) - თიბისის მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს, კრეატიული ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება.

„კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ წყვილს, რომელიც  30 წლამდე ასაკისაა და მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიულ სფეროში საქმიანობს.  წელს, მონაწილეებს რეგისტრაცია  4 კატეგორიაში შეუძლიათ:

-                      პრინტი / ბეჭდური რეკლამა

-                      ფილმი / 1 წუთიანი ვიდეო რეკლამა

-                      დჯიტალი // ციფრული კამპანიის დაგეგმვა

-                      მარკეტერი /მარკეტერების კონკურსი

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. „კანის ახალგაზრდა ლომების“ კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

 თბილისში კონკურსის ორგანიზატორთა ბრიფინგი 29 აპრილს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას 6 მაისს, თიბისი კონცეფტის სივრცე უმასპინძლებს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები