ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთი ქართელ გადამზიდავებს დამატებით ნებართვებს გამოუყოფს
27 აპრილი, 2022, 13:53
თურქეთი ქართელ გადამზიდავებს დამატებით ნებართვებს გამოუყოფს

თბილისი (GBC) - საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ.

 

სხდომაზე  საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი  და სხვ.

 

ორდღიანი სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციასა და საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის საკითხზე და შედგა შეთანხმება.

 

„ძალიან წარმატებით ჩატარდა ქართულ - თურქული შერეული კომისიის სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა გაიმართა 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, 6 თვეში შევძელით და კოლეგებთან ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვემსჯელა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი  საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ

 

სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები