ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სავალუტო იპოთეკა იზრდება
26 აპრილი, 2022, 20:21
სავალუტო იპოთეკა იზრდება

თბილისი (GBC) - იპოთეკური სესხების პორტფელი 9.357 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მარტში 5 000 სესხია გაცემული. სულ 315 მლნ ლარის და აქედან 26.7 მლნ-ის  არარეზიდენტებზე. 

დოლარში იპოთეკური დაკრედიტების წლიური ზრდა  8.3%-ია (L/m  +6.4%), ლარში 20.8%  (L.m +19.7%),  თუმცა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო დაკრედიტების ტრენდი უფრო შთამბეჭდავია. გასულ წელს 6.2 %-იანი კლება იყო, ლარის იპოთეკის ტემპიო კი შარშანდელთან შედარებით 10%პ-იან შენელებას აჩვენებს.

 

ამას ბაზარი  ლარის სესხების გაძვირებას უკავშირებს. როგორც იცით სებ-მა  ფინანსური სტაბილურობის შერყევის საპრევენციოდ რეგულაცია გაამკაცრა, სასესხო ვადის დამოკლებით და  განაკვეთის 3%-იანი ბუფერით  გადაზღვევით.

 

რამდენად წაახალისებს, რეფინანსირების 11%-იანი განაკვეთის პირობებში, ლარის იპოთეკას,  პრემიერის  დაანონსებული  საგარნტიო სქემა ჯერ უცნობია. დაანონსებული პროგრამის ბიუჯეტი,  რომლითაც სამშენებლო კომპანიებს რესურსის მოზიდვა  მთავრობის გარანტიით შეეძლება, ჯერ უცნობია.

 

შარშან  სექტემბერში ამოქმედებული  იპოთეკის 6-8% -ით სუბსიდირების პროგრამით, რომლის ფარგლებში, მსესხებლის  სასესხო განაკვეთის  თანადაფარვას  შვილების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება 226 მლნ ლარამდე  2 043  სესხია გაცემული (ეკონომიკის სამინისტროსინფორმაციით).  თითქმის 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე გახარიასდროინდელ 6 თვიანი პროგრამით. ახლადაშენებელი ბინის  4%-იანი თანადაფარვით შესაძენად, რომლის ბიუჯეტი 70 მლნ ლარი იყო ( მრავალვილიანების პროგრამის ბიუჯეტი-₾55 მლნ)  900 მლნ ლარის სესხებია  გაცემული.

 

მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 8.25%  იყო, ახლა 11%-ია.   როგორც იცით, იპოთეკა ცვლადგანაკვეთიანია და რეფინანსირების განაკვეთს ებმება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები