ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება
26 აპრილი, 2022, 10:56
თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება

თბილისი (GBC) - თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება. კომპანიის გადაწყვეტილებით,  თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდ ა( 21 აპრილიდან).

მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს.  აღნიშნული რაოდენობა იმ გამონაბოლქვის რაოდენობის ტოლფასია, რომელსაც დიზელის ძრავზე მომუშავე ერთი ავტომობილი 140 400 კმ-ის გავლის შედეგად გამოაფრქვევს.

დედამიწის დღე, მსოფლიოში, 1970 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება და მას 174 ქვეყანაში, 17 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. პლანეტის დაცვისთვის განხორციელებულ აქტივობებში მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული.

დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვასა და მის დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეძღვნება,  რომლებიც ჯანმრთელი, უსაფრთხო, ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები