ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინფლაცია ომამდეც იყო
26 აპრილი, 2022, 15:54
ინფლაცია ომამდეც იყო

თბილისი (GBC) - განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში ინფლაციისა და ბაზარზე არსებული გამოწვევები და საპასუხო ქმედებები  იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა, რომელშიც  საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების შემდგომ იმართება და მთავარი თემების გარშემო დისკუსიას ეთმობა. შეხვედრაში მონაწილე ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეკონომიკის გამოწვევების საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი ეკონომიკის გლობალურ გამოწვევაზე - მაღალ ინფლაციაზე გააკეთა და მონეტარული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

 "ინფლაცია მთელ მსოფლიოში იზრდება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც კი ასე იყო. მიწოდება - მოთხოვნის შეუსაბამობა, საქონლის (საწვავის და სურსათის) ფასების ზრდა 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციის ზრდას ასტიმულირებს. ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება და მონეტარულ ხელისუფლებას უფრო ძლიერი რეაგირების გაკეთება მოუხდება. ახალგაზრდა ბაზრების ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრევენციის მიზნით უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც განვითარებული ეკონომიკების პოლიტიკის ნორმალიზაციის ციკლის დაწყებისას ინფლაციური მოლოდინების გაჩენის საპასუხოდ მოხდა. თუმცა, ბოლო პერიოდის ინფლაციის რისკები ახალგაზრდა ბაზრების ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, კიდევ უფრო დააჩქარონ პოლიტიკის გამკაცრება, რათა შეაკავონ ის მოლოდინები, რომლებიც ხანგრძლივი ინფლაციის ფონზე სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გავამკაცრეთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები