ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესი ელის, რომ მომდევნო 3 თვეში ფასები მეტად გაიზრდება
26 აპრილი, 2022, 15:05
ბიზნესი ელის, რომ  მომდევნო 3 თვეში ფასები მეტად გაიზრდება

თბილისი (GBC) - გამოკითხული ბიზნესის 50% ელის რომ მომდევნო 3 თვეში ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. წლიურად იმ კომპანიების რაოდენობა რომლებიც ფასების ზრდას ელიან 10%-ული პუნქტით არის გაზრდილი. ISET-ის კვლევის მიხედვით, ფასების კლებას გამოკითხული ბიზნესის მხოლოდ 3% ელის. ფასების არსებულ დონეზე შენარჩუნებას კი კომპანიების 47% მოელის.

ბიზნესისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად კვლავ ფინანსებზე ხელმიუწვდომობა და მოტხოვნის სიმცირე სახელდება. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 48% (როგორც მცირე, ასევე მსხვილი) ამბობს რომ მათთვის ნომერ პირველი პრობლემა ფინანსებია. მცირე ბიზნესის 56% მიიჩნევს რომ მთავარი პრობლემა მოთხოვნის სიმცირეა, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში კი მოთხოვნა მთავარ პრობლემას კომპანიების 20%-სთვის წარმოადგენს.

ბიზნესისთვის პრობლემად რჩება შესაბამისი კადრების მოძიებაც. ეს პრობლემა უფრო მწვავედ მსხვილი ბიზნესის წინაშე დგას, სადაც გამოკითხული კომპანიების თითქმის მესამედი ამბობს რომ ეს საკითხი მათ საქმიანობას ზღუდავს. მცირე ბიზნესის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 12%-ია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები